logo
ENG



"არა რუსულ კანონს!" - დღეს, 18:00 საათზე, თელავში აქცია დაანონსდა

07 მაი 202408:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/vbtzpgmjjs2l10a.jpg

დღეს თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან, 18:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან Free Movement, არა რუსულ კანონს და ყვარლის ევროკლუბი.

"არა რუსულ კანონს! - აქცია თელავში. სამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვილების უფლებას!

დავდგეთ ერთად, შევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტ და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის! გელოდებით! მათ, ვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა